კახა კალაძე : “არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში”

კახა კალაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების სიის მეორე ნომერმა. კახა კალაძე აცხადებს, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

“არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი ქონდა გარკვეულ პროვოკაციებს,“ – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, ყველა კონკრეტული სამართალდარღვევა იქნება აღკვეთილი.

კალაძე აღნიშნავს, რომ არჩევნები მაღალი აქტივობით მიმდინარეობს.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ აყვეთ პროვოკაციებს.მშვი9დ ვითარებაში დაველოდოთ ცესკოს შედეგებს,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიტუღუში: მესმის, რომ კობახიძე განერვიულებულია, მაგრამ თუ ინფორმაციას არ გადაამოწმებს, ტელევიზორს მაინც შეხედოს
შემდეგი სტატიასოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან პოლიციელების სიმრავლეა