8 საათზე იწყება ხმების დაცვის პროცესი – ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

“ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩეველს მობილიზებისა და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. განცხადება პარტიის ოფისში ნიკა მელიამ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი 40 წუთი, რომლმაც ქვეყნის მომავალი 10 წლის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მელიას თქმით, 8 საათიდან დაიწყება ხმების დაცვის ეტაპი. ამის პასუხიმგებლობა კი აკისრია ყველა ოპოზიციურად განწყობილ კომისიის წევრს.

“ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ვიზეიმებთ ოცნების დამარცხებას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან პოლიციელების სიმრავლეა
შემდეგი სტატიამარნეულის მე-60 უბანზე უცხო პირმა ბიულეტენების გატაცება სცადა