აფხაზური ინტერნეტ გამოცემა APSNY Life ინფორმაციით, სოხუმში აკადემიკოს სახაროვის (ოკუპაციამდე ოქტომბრის ქუჩა) № 71-ში მდებარე სახლის ზემო სართულიდან რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთმა მაცხოვრებელმა დამტვრეული ავეჯი გადმოყარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა თუმცა თვითმხილველების თქმით ეს არ არის პირველი შემთხვევა.
“ეს საშინელი სახლია! თითქოს ქალაქის ცენტრშია,მაგრამ … ისვრიან ლურსმნებს, საჭმლის ნარჩენებს, ნაგავს, სკამებსაც კი… ჩვენს შენიშვნაზე მეზობლები აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი და მომავალშიც არ აპირებენ მავნე ზნის მოშლას” , – მოჰყავს გამოცემას ამავე სახლის მცხოვრებლის კომენტარი”.