დღეს სოხუმში სახელმწიფო ტელევიზიის წინამდებარე ტერიტორიაზე აფეთქების მომწყობი პიროვნება, რომელიც ამ აფეთქებას ემსხვერპლა, არ იყო თვითმკვლელი ტერორისტი და მას ბომბი ,,შემთხვევით,, აუფეთქდა… ამის შესახებ რუსულ ,,ინტერფაქსს,, აფხაზეთის დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განუცხადა.
,,აფეთქების მომწყობის ვინაობა დადაგენილი და ის აფხაზეთის მოქალაქე არ გახლავთ… ის როსტოვში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეა… მას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით აუფეთქდა, როცა ის საბრძოლო მოქმედებაში მოჰყავდა. მას საკუთარი თავის აფეთქება არ ჰქონია მიზნად. ტერაქტს ის კონკრეტული აფხაზი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ამზადებდა,, აცხადებს კილბა რუსულ მედიასთან საუბრისას.