სოხუმის ტერაქტი მიზნად აფხაზი პოლიტიკოსის ლიკვიდაციას ისახავდა

14741754_658820370944820_1265059520_nდღეს სოხუმში სახელმწიფო ტელევიზიის წინამდებარე ტერიტორიაზე აფეთქების მომწყობი პიროვნება, რომელიც ამ აფეთქებას ემსხვერპლა, არ იყო თვითმკვლელი ტერორისტი და მას ბომბი ,,შემთხვევით,, აუფეთქდა… ამის შესახებ რუსულ ,,ინტერფაქსს,, აფხაზეთის დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განუცხადა.
,,აფეთქების მომწყობის ვინაობა დადაგენილი და ის აფხაზეთის მოქალაქე არ გახლავთ… ის როსტოვში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეა… მას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით აუფეთქდა, როცა ის საბრძოლო მოქმედებაში მოჰყავდა. მას საკუთარი თავის აფეთქება არ ჰქონია მიზნად. ტერაქტს ის კონკრეტული აფხაზი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ამზადებდა,, აცხადებს კილბა რუსულ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სარჩელი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიასამოქალაქო საზოგადოება პარტიებს: მოუწოდეთ ამომრჩეველს, II ტურში ხმა ოპოზიციას მისცეს