სირიაში ყველა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა შეჩერებულია

გაერომ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალეპოში ჰუმანიტარული ავტოკოლონა დაიბომბა.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილება ეცნობა აშშ-ს და რუსეთს.
სირიის ანტისამთავრობო აქტივისტების თქმით. დარტყმა განახორციელეს სირიულმა ან რუსულმა თვითმფრინავებმა – “ბიბისი” წერს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სირიის წითელი ჯვრის წარმომადგენელი.
ალეპოში 31 სატვირთო მიემართებოდა, 18 მათგანი დაიბომბა. ჰუმანიტარული ტვირთი გაეროსა და სირიის ადგილობრივი წითელი ნახევარმთვარის მიერ იყო ორგანიზებული.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა სარაკეტო ძრავების წარმატებით გამოცდაზე განაცხადა
შემდეგი სტატია„ძალა ვნებს არჩევნებს“ – საარჩევნო სუბიექტები მშვიდობიანი არჩევნებისათვის გაერთიანდნენ