ფხენიანმა სარაკეტო ძრავების წარმატებით გამოცდაზე განაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დიდი სიმძლავრის სარაკეტო ძრავის წარმატებულ გამოცდაზე განაცხადა, რომელიც თანამგზავრების გაშვებისთვისაა განკუთვნილი.
კორეას ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო იტყობინება, რომ კიმ ჩენ ინმა, რომელიც ძრავის გაშვებას აკვირდებოდა, ინჟინრებს და მეცნიერებს მოუწოდა უახლოეს დროში მოახდინონ თანამგზავრის გაშვებაც.
როგორც იტყობინებიან, ძრავს ორბიტაზე კოსმოსური აპარატის გატანა შეუძლია, რომელიც დედამიწას “მსოფლიო დონეზე დააკვირდება”.
ფხენიანის თქმით, გამოცდა მხოლოდდამხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის ჩატარდა, თუმცა, სეული და ვაშინგტონი თვლიან, რომ საუბარია კონტინენტთაშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ფხენიანმა მეხუთე ატომური გამოცდის წარმატებით დასრულებაზე გააკეთა განცხადება. აფეთქებამ 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეს ყველაზე ძლიერი მოწყობილობა იყო ფხენიანის ისტორიაში.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიასირიაში ყველა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა შეჩერებულია