სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” მსხვერპლთა 70 მასობრივი დაკრძალვის ადგილია აღმოჩენილი

70-ზე მეტი ადგილია აღმოჩენილი ერაყსა და სირიაში, სადაც ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” მასობრივი სასაფლაო მოაწყო – დღეს Associated Press-ი წერს, რომლის კორესპონტენტებმაც დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარეს.
“სავარაუდოდ, ტერორისტებს სხვა სასაფლაოებიც ექნებათ” – სააგენტო იტყობინება.
თითოეულ საფლავზე ასობით ადამიანია დაკრძალული. ერაყში, გამოცემის თქმით, საფლავების უმეტესობა საშიშ რაიონებშია აღმოჩენილი, რაც მისი გათხრის საშუალებას, ჯერჯერობით, არ იძლევა.

სავარაუდოდ, საფლავებში სულ 5,2 ათასიდან 15 ათას ადამიანამდეა დასაფლავებული.

banner
წინა სტატიაშიკიევი ბალისტიკური რაკეტების წარმოებას იწყებს
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი, ის ძალიან დიდი პოლიტიკოსია