შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული ნატალია ფერაძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება

”პანორმა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ნატალია ფერაძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაშია.
თუ როდის გადაიყვანენ მას სასამართლოში, შსს-ს ინფორმაციით, დეტალები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, რომელიც დაკავებულების ინტერესებს იცავს, ნატალია ფერაძე ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურშია გადაყვანილი.

”პოლიცია ვერ გვეუბნება რამ წარმოშვა ეს ეჭვი, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების საჭიროება ყოფილიყო. არ ვიცით, დღეს ნატა ფერაძეს სად გადაიყვანენ. იმედია, რომ ხელწერილით გაათავისუფლებენ, რადგან მისი პროცესი, სავარაუდოდ, დღეს ვერ ჩატარდება, დროში ვერ მოესწრება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, ”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი:გალში ქართველ დედას შვილის გაგუდვა დააბარლეს – რა ხდება გალის სამშობიაროში
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – ჯერ ივანიშვილი უნდა მოვთოკოთ და მერე ნარმანია გავუშვათ სახლში