ექსკლუზივი:გალში ქართველ დედას შვილის გაგუდვა დააბარლეს – რა ხდება გალის სამშობიაროში

გალში გადასვლა შესაძლოა ერთჯერადი საშვებით მოხდეს„თაიმერს“ კონფიდენციალურმა წყარომ გახმაურებული საქმის სკანდალური დეტალები მოაწოდა.

„თაიმერმა“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ოკუპირებულ გალის რაიონულ სავადმყოფოში მოხმდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. კერძოდ, როგორც ჩვენი წყარო ყვებოდა, გალის რაიონულ სავადმყოფოში ერთსადაიმავე დროს ორმა – აფხაზმა და ქართველმა ქალბატონმა იმშობიარა. ერთს ვაჟი შეეძინა, მეორეს – გოგონა, თუმცა როგორც გაირკვა, მედპერსონალის დაუდევრობითა თუ სხვა მიზეზებით, აფხაზი ქალბატონის პირმშო გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ მელოგინეს არაფერი უთხრეს და მკვდარი და ცოცხალი ბავშვები გაცვალეს, ანუ ქართველი (გალელი მეგრელის) ახალშობილი აფხაზ დედას მიუყვანეს. გალელ მეგრელს კი უთხრეს, რომ მისი შვილი თითქოს დაიღუპა და ინციდენტიც, ერთი შეხედვით, ამოიწურა, მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად განვითარდა.

კერძოდ, აფხაზურმა მედიამ, ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ დედას ახალშობილი შვილი თითქოს შემოაკვდა – ძუძუს აწოვებდა, რა დროსაც ჩაეძინა, ზედ დააწვა და ბავშვი გაიგუდა. 13 აპრილს ადგილობრივ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ქალი, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა, სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

რა მოხდა სინამდვილეში? – როგორც „თაიმერს“ გალიდან აცნობეს, გალელი მეგრელების ოჯახს, კერძოდ კი, „გარდაცვლილი“ ბავშვის ბაბუას, თავიდანვე გაუჩნდა ეჭვი, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალი იყო. ამიტომ, დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლებმა მიცვალებული ამოთხარეს და გაირკვა, რომ ბავშვის სქესი მათი ვითომ გარდაცვლილი შვილიშვილის სქესს არ ემთხვეოდა.

ამასთან, „თაიმერს“ წყარომ ისიც უთხრა, რომ ბავშვის გვამი ოჯახს საავადმყოფოდან შეფუთული გაატანეს და გააფრთხილეს, რომ არ გაეხსნათ, რადგან ახალაშობილი ცხედარის ნახვა არასასიამოვნო იქნებოდა.

„ერთი სიტყვით, ამ ინციდენტის ჩაფარცხვას ცდილობენ და არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა წყარომ, რომელიც გალში ცხოვრობს.

მისივე თქმით, გალში ქართველები, რომლებიც თავს “გალელ მეგრელებს’ უწოდებენ, აბსოლუტუარდ უუფლებოები არიან, ანუ მათ რაც უნდა იჩივლონ, თავიანთ ცოცხალ შვილიშვილს ვერ დაიბრუნებენ.

„ზოგადად, გალის სამშობიარო, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, ჩვილების ვაჭრობითაა ცნობილი. ასევე, ამ საავადმყოფოში ბავშვების შეცვლაც ჩვეულებრივი მოვლენაა,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო და დასძენს, რომ აღნიშნულ სამშობიაროში არცთუ დიდი ხნის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: ახალშობილი, რომელსაც ვირთხამ უკბინა, გარდაიცვალა, თუმცა ამ ფაქტის გამოძიებით ადგილობრივ სამართალდამცავებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ.

banner
წინა სტატიაში“ქართულ-ამერიკული წვრთნების ჩატარება, ამ შემთხვევაში, სწორი არ არის”
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული ნატალია ფერაძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება