შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული ი.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, რვა შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად აღებული თანხის ნაწილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში14 დეკემბერს, კინოთეატრ “კიევის” წითელ დარბაზში, უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტის გრიგოლ ქათამაძის პატრონაჟით საერთაშორისო კინოპროექტის “ჩემი ბავშვობის” მესამე ნაწილის ჩვენება გაიმართება
შემდეგი სტატიავაკეში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს