ვაკეში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკი ერთმა პიროვნებამ დააყაჩაღა. გატაცებული თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.

მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მარია გაბრიელს: განსაკუთრებული მადლობა გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის