14 დეკემბერს, კინოთეატრ “კიევის” წითელ დარბაზში, უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტის გრიგოლ ქათამაძის პატრონაჟით საერთაშორისო კინოპროექტის “ჩემი ბავშვობის” მესამე ნაწილის ჩვენება გაიმართება

14 დეკემბერს, კინოთეატრ “კიევის” წითელ დარბაზში, უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტის გრიგოლ ქათამაძის პატრონაჟით საერთაშორისო კინოპროექტის “ჩემი ბავშვობის” მესამე ნაწილის ჩვენება გაიმართება.

ღონისძიების საპრეტენზაციო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ავტორი და რეჟისორი ირინა პრავილო, ოპერატორი ალექსანდრ როშინი, ხმის რეჟისორი მარია კრივოშეი, მხატვარი სერგეი ვუტიანობი, პროდუსერები ელენა პრავილო და ალექსანდრ მეშერიაკოვი.

მიწვეულ სტუმრებს შორის არიან უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ფილიპ ილენკო, მეცენატი მიშელ ტერეშენკო და სხვები.

პროექტი “ჩემი ბავშვობა” უკრაინაში, საქართველოსა და იტალიაში სტეფან ვასილენკოს, ნოდარ დუმბაძის და ნინო პალუმბოს ნაწარმოებების მოტივებზე გადაღებულ სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს – “სისხლი”, “გლეხის ანგელოზი” და “ჩემი უნივერსიტეტი” აერთიანებს.

ტრილოგიის პირველი ნაწილი – შავ-თეთრი ფილმი “სისხლი”, დამოუკიდებლობის პერიოდში უკრაინული მხარის მიერ ინიცირებული პირველი უკრაინულ-ქართული კინოპროექტია. მეორე ნაწილი – “გლეხის ანგელოზი”, მხატვრული ფილმის და ანიმაციის კომბინაციის უნიკალური მაგალითია. კინოტრილოგიის მესამე ნაწილი – ფილმი “ჩემი უნივერსიტეტი” გადაღებული იტალიელი მწერლის ნინო პალუმბოს ნაწარმოების მოტივებზე 2014 წლის ოქტომბერში იტალიაში, ტოსკანაში. ფილმი გადაღებულია ფერად ფირზე, რეჟისორის მიერ საკუთარი ხარჯებით შეძენილი KODAK-ით. ამ დროისთვის ეს ერთ-ერთი ფილმია იმ მცირე უკრაინულ ფილმებს შორის, რომელიც ფირზეა გადაღებული.

პროექტი რეალიზებულია კიევში იტალიის კულტურის ინსტიტუტის და იტალიის კინემატოგრაფიის პროფესიონალების მიერ.

ტრილოგიის მთავარი თემაა ადამიანური და ოჯახური ფასეულობების დაბრუნება, ფიზიკური და სულიერი ცხოვრების ჰარმონიული არსებობა, ტრადიციებისადმი დაბრუნება. მთავარი გმირები – 6,11,15 წლის ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც ომის შემდეგ მამის და მშობლების გარეშე დარჩნენ. სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა კულტურა, სხვადასხვა მდგომარეობა, მაგრამ ერთი ბავშვობა, ისინი სწავლობენ სიკეთის და ბოროტის გარჩევას, გრძნობენ მშობლიური სისხლის ძალას და თვითგამორკვევის გზაზე დგანან.

ფილმ “სისხლის” შესახებ კინორეჟისორი რომან ბალაიანი აღნიშნავდა, რომ კარგია, როცა ფილმი შავ-თეთრია, რადგან ეს ხდის მას ასკეტურს, ავსებს მის შინაარს.

“ორივე ფილმი ბავშვების თემატიკას შეეხება, ამაზე მეტყველებს სახელწოდებაც. მართალია, ფილმის გმირები ობლები არიან, მაგრამ ისინი მიტოვებული არ რჩებიან, ეს არის ირინა პრავილოს ფილმების დიდი ოპტიმიზმი”, – ასე აფასებს ანასტასია პაშენკო.

ფესტივალი და ჯილდოები:

უკრაინის ხელოვნების აკადემიის ოქროს მედალი

“საქართველოსა და უკრაინას შორის კულუტურულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის” საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღირსების ორდენი

2011 წელს ბათუმში გამართული საერთაშორისო ფესტივალის ” St. Andrew cross” გრან-პრი

2011 წელს უკრაინაში გამართული საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური დიპლომი.

2012 წელს იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს ჯილდო – მედალი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

2016 წელს ოდესის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის გრან-პრი

კინოტრილოგიის ოფიაციალური გამოსვლა ეკრანებზე 2017 წლის იანვარში იგეგმება.

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა