შსს-მ გამოძალვის ფაქტი გახსნა – შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.ბ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაში„ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად” – გაუჩინარებული გიორგი როყვა ზეწოლას უარყოფს
შემდეგი სტატიაფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებულია 4 პირი