„ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად” – გაუჩინარებული გიორგი როყვა ზეწოლას უარყოფს

ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული გიორგი როყვა, მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლისა და გატაცების ფაქტს უარყოფს. როგორც დაკითხვის შემდეგ გიორგი როყვამ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა დაპირისპირება “ქართული ოცნების” კანდიდატთან.

როყვა არც გავრცელებული მოკლეტექსტური შეტყობინებების აუთენტურობას ადასტურებს. გარდა ამისა, გიორგი როყვა ამბობს, რომ ის არ წარმოადგენს ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ კოტე შარაშენიძეს. მისი თქმით, ის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში “ევროპული საქართველოს” სახელით მონაწილეობდა და მაჟორიტარობისთვის იბრძოდა.

გიორგი როყვა ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

„ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გატაცებასთან დაკავშირებით და ა.შ. ადგილი არ ჰქონია. ბატონი ბეგლარის მიმართ იყო გავრცელებული ეს განცხადება. ზეწოლაზეც იყო საუბარი და გატაცებაზეც იყო. მე ვიყრიდი კენჭს 21-ში არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატად. აქედან გამომდინარე არცერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი მე არ გახლავართ,“ – განაცხადა როყვამ.

banner
წინა სტატიაშინარკორეალიზატორების დაკავება – ფონიჭალაში სპეცოპერაცია ერთდროულად ოთხ სახლში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს-მ გამოძალვის ფაქტი გახსნა – შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა