ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებულია 4 პირი

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია დასრულდა. სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ისინი უკვე გადაიყვანეს პოლიციაში.

ფონიჭალაში ერთდროულად ოთხი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. დაკავებულებიდან ორი მამაკაცი ორი კი, ქალია. დაკავებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. ჩატარდა სახლების ჩხრეკა, ამოღებულია მტკიცებულებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გამოძალვის ფაქტი გახსნა – შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი როყვას განცხადებას, რომ ის „ევროპული საქართველოს“ წევრია, პარტიაში ეხმაურებიან