თამარ ჩუგოშვილი: შეთავაზება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან

„ქართული ოცნების“ ლიდერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარტიაში ყოფნის შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან პირადად მიიღო.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მას გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და სწორედ ამ კუთხით იმუშავებს.

„რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას, გაძლიერებას და კიდევ უფრო გამყარებას. ასევე ინსტიტუციური რეფორმებისა და სიძლიერის შემატებას ამაზეც აუცილებლად გავაკეთებთ აქცენტს. ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი სიის რომელი ნომერი ვიქნები, ეს საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. შეთავაზება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეიძლება იყოს გუნდი ერთიანია, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მას არ უგრძვნია ასეთი წინააღმდეგობა გუნდში.

„კოალიცია აღარ არის იმ სახით, რა სახითაც იყო. მე ვსაუბრობ პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე”. არანაირი წინააღმდეგობა არ მიგვრძვნია, მხოლოდ ვიგრძენი მხარდაჭერა, წახალისება და გუნდი არის ერთიანი. რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ დამატებით დაგვჭირდება მუშაობა, რომ გუნდის ახალი წევრები კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ გუნდის მუშაობაში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ჩვენი გუნდის ახალი წევრები დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: მთავარი, რაზეც ვაპირებ მუშაობას, იმ განვითარების გაგრძელება, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს