კახი კალაძე: ჩვენი გუნდის ახალი წევრები დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

ეს ადამიანების შეერჩეული იქნენ თავიანთი პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით და მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში, პროგრესში, ახალ ხედვებში – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახი კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად კალაძის კანდიდატურას, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სრულ ინფორმაციას საარჩევნო სიის შესახებ მედია და საზოგადოება აუხლოეს მომავალში მიიღებს.

„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. მე მესმის რომ ძალიან საინტერესოა თუ ვინ იქნება პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” სიის შემადგენლობაში, ვინ იქნებიან მაჟორიტარული დეპუტატოტიბს კანდიდატები, ამ ყველაფერს თქვენ დროთა განმავლობაში გაიგებთ, ეს ყველაფერი არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი და შესაბმაისად ყველა ინფორმაცია აუცილებლად იქნება ცნობილი“- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში “ქართული ოცნების” ახალი წევრები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3527 ლარია
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: შეთავაზება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან