ნინო გოგუაძე: მთავარი, რაზეც ვაპირებ მუშაობას, იმ განვითარების გაგრძელება, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს

მთავარი, რაზეც ვაპირებ მუშაობას, ეს არის იმ ტენდენციების, იმ განვითარების გაგრძელება, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გუნდის ახალმა წერვმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი, რაც “ქართულმა ოცნებამ” ოთხი წლის მანძილზე შექმნა ქვეყანაში,რომელშიც არის განცდა სტაბილურობის, ადამიანის უფლებების დაცვის.

„გაგვიჩნდა განცდა, თავისუფლების, ჩვენი საკუთრება ხელშეუხებელია, ჩვვენი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. სწორედ ეს იქნება ის საკითხები, რაზეც მე გავაგრძელებ ახალ გუნდთან ერთად მუშაობას. რასაკვირველია პრიორიტეტი იქნება განათლება, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული თემატიკა და რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობები. მე ვარ „კონსერვატიული პარტიიდან“ და რა თქმა უნდა „კონსერვატიული პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებზე”, – განაცხადა გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: შეთავაზება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან
შემდეგი სტატიამცხეთა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა