სეუ-ში მუშა შენობის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, სეუ-ში მუშა შენობის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შესძლეს. როგორც შსს-ში “თაიმერს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშივანუატუ ვულკანის ამოფრქვევას ელოდება
შემდეგი სტატიაDaily Star: მოსკოვი ემზადება ახალი მსოფლიო ომისთვის