Daily Star: მოსკოვი ემზადება ახალი მსოფლიო ომისთვის

რუსეთმა მძიმე ტექნიკა გადაისროლა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან, ატარებს ბალისტიკური რაკეტების ტესტირებას, პატრულირებს სასაზღვრო ტერიტორიას – წერს ბრიტანული გაზეთი Daily Star. გამოცემის თანახმად, ყველა მინიშნება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსკოვი ემზადება ახალი მსოფლიო ომისთვის. კრემლს შეუძლია ჩაერიოს კრიზისში, რომელიც ვითარდება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ.
“რუსეთი , როგორც ჩანს, ემზადება ომისთვის, რადგან ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები განლაგდნენ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ბალისტიკური რაკეტის ტესტური გაშვების შემდეგ. ეს არის კრემლის მიერ ძალის ღია დემონსტრირება”, – წერს გაზეთი.
გამოცემა მიუთითებს, რომ ჯერ-ჯერობით ფხენიანი არ იმჩნევს რუსეთის ამ დემარშს.

banner
წინა სტატიაშისეუ-ში მუშა შენობის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუკრაინის ქალაქ ჩერკასში, ადგილობრივი საბჭოს წევრი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს