სენატორი: რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევას ცდილობდა

აშშ-ს დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარკ უორნერმა რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, რომლის შედეგადაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. სენატორმა ამის შესახებ დღეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ მოსმენებზე განაცხადა.

დილით გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელი და დემოკრატიული პარტიის ცნობილმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ერთად გამოიძიებენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის როლს. დღეს სენატის დაზვერვის კომიტეტში გამოძიების შესახებ პირველი მოსმენები დაიწყო.
კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჩარდ ბერმა განაცხადა, რომ კომისია პროცესის დროს პოლიტიზირების თავიდან აცილებას შეეცდება. დღეს 20 ადამიანი კომისიას ჩვენებას მისცემს, მათ შორის იქნება დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა უარყოფს მათ მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში რაიმე სახის ჩარევას.

banner
წინა სტატიაშითაკო გაჩეჩილაძემ სომეხი არცვიკის გამოწვევა მიიღო და სომხურად იმღერა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს