სენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას “ცხოველი” უწოდა

სენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას

obamaბიზნესმენმა კარლოს ბერუფმა ფლორიდას შტატიდან, აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას აშშ-სათვის სისტამატიური ზიანის მიყენებისათვის “ცხოველი” უწოდა -ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. უფრო მეტიც, მან უარი განაცხადა საკუთარი სიტყვების გამო ბოდიში მოეხადა.
“სამწუხაროდ, 7 ნახევარი წლის განმავლობაში ეს “ცხოველი”, რომელსაც ჩვენ პრეზიდენტს ვეძახით, მეთოდურად, როგორც ქირურგი, ფრიად ინტელექტუალური მანერით, ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს ანადგურებდა” – განაცხადა კუბური წარმოშობის ბერუფმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, ბიზნესმენის ოპონენტმა პატრიკ მერფმა ბერუფს რასიზმში დასდო ბრალი და დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
“სენატში ჩვენი შტატი ბერუფზე უკეთესი ვინმე სხვა კანდიდატით უნდა იყოს წარმოდგენილი” – თქვა კონგრესმენმა.

banner
წინა სტატიაში,,მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე იქ, სადაც ვაკეთებდი რეფორმებს”
შემდეგი სტატია,,მე შევთავაზე პარტიას ჩემი თავი და ეს იყო ჩემი ინიციატივა”