სავჩენკო უახლოეს მომავალში სამხედრო ტყვეების სიას გაასაჯაროვებს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ პირობა დადო, რომ ის უახლოეს მომავალში სამხედრო ტყვეების სიას გაასაჯაროვებს – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“სამხედრო ტყვეებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულების სია, რომელიც მე თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მივიღე, უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება” – დაწერა სავჩენკომ.

30 დეკემბერს მან გაავრცელა, რომ ისევ აპირებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებთან შეხვედრას.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი ნიუ-იორკის მერობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიაბაქოში ერთ-ერთ ბიზნესცენტრში მკვლელობა მოხდა