საქართველოში 871 ერთეული ბრილიანტის თვალი მალულად შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოში 871 ბრილიანტის თვალი შემოიტანეს. .

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო – საავტომობილოს“ გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო, ორ შემთხვევაში, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოიტანას ცდილობდნენ“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214 -ე პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით”- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ვენეციის კომისიის დასკვნა მკაცრი და კრიტიკული იქნება” – აკაკი მინაშვილი
შემდეგი სტატიამამა მიქაელის განმარტებით, ქონებრივ დოკუმენტაციაზე ხელს მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი და პატრიარქის მდივანი აწერს