მამა მიქაელის განმარტებით, ქონებრივ დოკუმენტაციაზე ხელს მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი და პატრიარქის მდივანი აწერს

ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე, ქონებრივ დოკუმენტაციაზე ხელს პატრიარქის ქორეპისკოპოსები: მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი აწერს, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა დასმულ კითხვაზე, საპატრიარქოში ამჟამად ფინანსურ და ქონებრივ საკითხებს ვინ განკარგავს და ვისი ხელმოწერებით ხდება.

მამა მიქაელის თქმით, აბსოლუტურად არასწორად იყო განცხადება გაკეთებული, თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა ისევ მეუფე იაკობს დაევალა.

“ასეთი რამ არ ყოფილა. როგორც კი გაჩნდა საკითხი, რომ მამალაძე დაინიშნა ქონების მართავის სამსახურის უფროსად და მათ გააგზავნეს სტრუქტურებში წერილები, რომ მხოლოდ მამა გიორგი მამალაძის წერილები უნდა განეხილათ, ეს იყო კონსტიტუციური შეუსაბამობა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ხელმოწერის მხოლოდ სამ პირზე გადაცემას. ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი. სამი ოფიციალური პირი არსებობს ეკლესიის მხრიდან, რომლებიც აწერენ ასეთ დოკუმენტაციას ხელს. ეს იყო ერთკვირიანი ვაკუუმი. როდსაც მისი უწმინდესობა დარწმუნდა, რომ წერილები სტრუქტურებში იყო არასწორად დაგზავნილი, ამის შემდეგ ეს უფლებები ისევ გადმოგვეცა ჩვენ, მე, ქორეპისკოპოსებს: მეუფე იაკობს და მეუფე თეოდორეს. ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს ასეთ დოკუმენტებს ჩვენ ვაწერთ ხელს”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 871 ერთეული ბრილიანტის თვალი მალულად შემოიტანეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – „ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ“