საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ სირიაში, რაკას განთავისუფლების ოპერაცია უახლოეს მომავალში დაიწყება – წერს Reuters-ი. “ეს ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს” – განაცხადა მინისტრმა.
22 მარტს ცნობილი გახდა, რომ რაკაში ამერიკის დაზვერვა ჩამოსხეს. პენგატონი, ჯერეჯრობით არ ადასტურებს ინფორმაციას. ოპერაციის მიზანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ ტაბკას დაბრუნება, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკების ხელშია 2013 წლიდან. ტაბკას დაბრუნების შემდეგ რაკაზე შტურმი განხორციელდება. რაკა “ისლამური სახელმწიფოს” არაოფიციალური დედაქალაქია.