ცხინვალის რეგიონში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 18.00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. დე-ფაქტო კანდიდატებად დარეგისტრირებული იყვნენ მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, დე-ფაქტ პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილევი და უშიშროების თანამშრომელი ალან გაგლოევი – ყველა მათგანი პრორუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს.
არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმი – ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელის გადარქმევასა და ალანიას დარქმევის შესახებ – ამდაგვარად, ყველა ამომრჩეველს ორი ბიულეტები ჰქონდა.
არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, რადგანაც, ხალხის აქტივობამ, უკვე შუადღისკენ საჭირო მინიმუმს გადააჭარბა. 16.00 საათის მონაცემებით, აქტივობამ 69, 95% შეადგინა.
ჯერჯერობით, დე-ფაქტო არჩევნების ეგზიტპოლები არ გამოქვეყნებულა.
https://youtu.be/TEiHahoVl6Y