(video) სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა

ცხინვალის რეგიონში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 18.00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. დე-ფაქტო კანდიდატებად დარეგისტრირებული იყვნენ მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, დე-ფაქტ პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილევი და უშიშროების თანამშრომელი ალან გაგლოევი – ყველა მათგანი პრორუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს.

არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმი – ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელის გადარქმევასა და ალანიას დარქმევის შესახებ – ამდაგვარად, ყველა ამომრჩეველს ორი ბიულეტები ჰქონდა.
არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, რადგანაც, ხალხის აქტივობამ, უკვე შუადღისკენ საჭირო მინიმუმს გადააჭარბა. 16.00 საათის მონაცემებით, აქტივობამ 69, 95% შეადგინა.

ჯერჯერობით, დე-ფაქტო არჩევნების ეგზიტპოლები არ გამოქვეყნებულა.

 

 

https://youtu.be/TEiHahoVl6Y

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში ალექსანდრიაში მომხდარი ტერაქტის ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიარუსეთი და ირანი აფრთხილებენ ამერიკას