საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტარს აღარ გაკეთებენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შეთანხმდნენ, რომ კომენტარებს აღარ გააკეთებენ პოლიტიკოსების განცხადებებზე.

ამის თაობაზე ჟურნალისტებს მოსამართლეებმა, ოთარ სიჭინავამ და ლალი ფაფიაშილმა განუცხადეს.

ჟურნალისტების კითვაზე, მართლაც არსებობდა თუ არა საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, მოსამართლეების პასუხი იყო, რომ კომენტარებს აღარ აკეთებენ.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ განცხადებებს მედიასთან პოლიტიკოსების გამონათქვამებზე აღარ გავაკეთებთ”, – განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო: დონბასში მშვიდობიან მოსახელობაში მსხვერპლი იზრდება
შემდეგი სტატიაახალციხეში ძლიერმა სეტყვამ ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა