გაერო: დონბასში მშვიდობიან მოსახელობაში მსხვერპლი იზრდება

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარის, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის განმარტებით, მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპნენ, ივლისში რეკორდულად დიდი იყო.

1-31 ივლისის შუალედში დონბასში 8 ადამიანი მოკლეს და 65 დაჭრეს – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც უმაღლესი კომისრის სამმართველოს საიტზეა გამოქვეყნებული. ეს 2015 წლის აგვისტოდან რეკორდული მაჩვენებელია.
მათივე ცნობით, ივნისში 69 ადამიანი მოკლეს ან დაჭრეს, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ თვეს. ადამიანები მეტწილად საარტილერიო სროლებისგან დაშავდნენ, მათ შორის იარაღიდან, რომლის გამოყენება, მინსკის ხელსეკრულების თანახმად, აკრძალულია.

ამდაგვარად, გაეროს მონაცემებით, 2014 წლის აპრილიდან დონბასში 9553 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, თითქმის 2 ათასი – მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

“უკანასკნელი კვირის მანძილზე ჩვენ დაშავებულთა დიდი რაოდენობა დავაფიქსირეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის სამხედრო ძალები და შეიარაღებული დაჯგუფებები მოქალაქეთა დასაცავად ზომებს არ იღებენ” – ნათქვამია მოხსენებაში. სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე ძარცვავს ხალხს, ასევე საჭიროების დასაკმაყოფილებლად იყენებენ სკოლებს და საავადმყოფოებს.

დოკუმენტის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ დარღვევათაგან ბევრი, შესაძლებელია, შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული.

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ ტრისტან წითელაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტარს აღარ გაკეთებენ