საბერძნეთში პოლიციამ ფერმერების აქციის დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

დღეს საბერძნეთში, ათენში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობასთან ფერმერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – შესაბამისი ვიდეო “იუთუბზე” გამოქვეყნდა.
ფერმერები ქვეყანაში შეცვლილ საგადასახადო კოდექსს აპროტესტებდნენ. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა. ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პასუხად, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს.
დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

 

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: გრიგორიჩ, დაგუგლე “ფიასკო”
შემდეგი სტატიაირაკლი მამალაძემ დავალება ორიანზე შეასრულა