გივი თარგამაძე: გრიგორიჩ, დაგუგლე “ფიასკო”

მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მასალების დაჭრილ-დამონტაჟებული ვერსიაც კი ვერ უძლებს ელემენტალურ კრიტიკას და არ წარმოადგენს ბრალეულობის არცერთ მტკიცებულებას. მორალური სახისა და საუბრის ტერმინოლოგიაზე თუ იჭერენ, არ მგონია, თავად პროკურატურიდან დარჩეს ვინმე თავისუფალი. უმთავრესი, უზარმაზარი ამოუვსები ხვრელი კი, რაღა თქმა უნდა, დაკავების დრო, ფორმა და პირველ რიგში, ციანიდის ჩანთაში აღმოჩენაა. სწორად ამ მიმართულების კითხვას პროკურორი უბრალოდ, ღიად არიდებს თავს. როგორ ვერ დააფიქსირეს, რა დროს და ვისგან შეიძინა მოსმენასა და თვალთვალზე მყოფმა ბრალდებულმა ციანიდის შესყიდვა? და თუკი, პროკურატურის აზრით, ვიდეოჩანაწერი იძლეოდა ბრალის წაყენებისთვის საკმარის მტკიცებულებას, რატომ არ დააკავეს ბრალდებული ჩანაწერის მიღებისთანავე? ან ციანიდის შეძენისთანავე? ან გერმანიის ბილეთის შეძენისთანავე? ან აეროპორტისკენ მოძრაობის დაწყებისთანავე? ან აეროპორტში მისვლისთანავე? ან რეგისტრაციის გავლისთანავე? რატომ დააკავეს მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, როდესაც მან დაკარგა საკუთარი ჩანთის კონტროლის შესაძლებლობა, დამკავებლებმა კი ეს შესაძლებლობა შეიძინეს? რატომ დალუქეს ჩანთა სხვა პირების და არა მისი პატრონის თანდასწრებით? ასე რომ, ცხადი გამოქვეყნებული მასალების ფრაგმენტებიდან არის ის, რომ ციანიდი 100%-თ ჩადებულია და კიდევ ის, რომ სუსელი მოწმე მამალაძე ყირაზე დგება, რათა მოახდინოს საპროკურატურო თემებზე საუბრის პროვოცირება.
P.S. გრიგორიჩ, დაგუგლე “ფიასკო”.
P.P.S. ვანოს სტრასბურგის ამბავიც გეცოდინება, ამიტომ სამმაგი ფიასკო დაგუგლე-წერს გივი თარგამაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში(video) “ამ პუნქტებს ზიანის გარდა, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არაფერი მოუტანია” – ასლან კობახია
შემდეგი სტატიასაბერძნეთში პოლიციამ ფერმერების აქციის დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა