სააკაშვილი ევროპულ ტურნეს იწყებს

აშშ-დან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ,,ვარშავის აჯანყების,, 73 წლისთავის ღონისძიებაზე მიწვეული, მოქალაქეობის არმქონე საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი, მისივე განცხადებით ევროპულ ტურნეს იწყებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკომ მე მოქალაქეობა ჩამომართვა, მე პარტიის ლიდერი გახლავართ. უკრაინული საზოგადოება არ დააეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და ამიტომ მე უკრაინაში დავბრუნდები. მე ახლა ვარ პოლონეთში, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს არ უნდოდა რომ მე აშშ დამეტოვებინა, ის ადგილი სადაც მე გავიგე რომ მოქალაქეობა ჩამომართვეს. მე უცბად გადავწყვიტე ვარშავაში ჩამოვფრენილიყავი. მე ასევე ვგეგმავ შეხვედრებს პოლონეთისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, პოლიტიკურ ლიდერებთან ,, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა პოლონურ მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა . რომ ის, უკრაინის რეფორმირების საკუთარ გეგმისაგან უკან არ დაიხევს და აქტიური პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი უკვე შეხვდა პოლონეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელსა და უკრაინიდან ვარშავაში ჩასულ უკრაინელ პოლიტიკოსებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს გეგმაში აქვს ვიზიტით ესტუმროს ევროპის რამდენიმე ქვეყანას
შემდეგი სტატიაპენტაგონმა თეთრ სახლს შესთავაზა უკრაინა ,,ჯაველინებით,, შეაიარაღოს