პენტაგონმა თეთრ სახლს შესთავაზა უკრაინა ,,ჯაველინებით,, შეაიარაღოს

აშშ-ს თავდაცვის უწყება რეკომენდაციას უწევს თეთრ სახლს, რომ უკრაინა მაღალტექნოლოგიური იარაღით მოამარაგოს.
NBC News-ს ცნობით, საუბარია 50 მილიონი დოლარის ღირებულების Javelin -ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე, რომელსაც უკრაინა რუსეთის მიერ მართული სეპრატისტების წინააღმდეგ დონბასში გამოიყენებს.

,,ეს სწორი სვლაა. მე ამ რეკომენდაციაში ვხედავ თავდაცვის მინისტრ მეტისის თითის ანაბეჭდებს,, განაცხადა ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა გამოცემასთან საუბრისას.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ,,ჯაველინები სწორედ რომ რუსული ტანკების T-90-ების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურ საშუალებას წაროადგენს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ევროპულ ტურნეს იწყებს
შემდეგი სტატიაგორის ციხესთან ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ