,,რესპუბლიკური პარტია“ რუსთავის ორგანიზაციის 35 წევრმა დატოვა

,,რესპუბლიკური პარტია“ 35 წევრმა დატოვა. პარტიიდან გასული რუსთაველი წევრები ემიჯნებიან ,,რესპუბლიკელებს” და საპარლამენტო არჩევნებზე მხარს ,,ქართული ოცნებას” და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ.
როგორც პარტიის რუსთავის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა ოთარ ჩხაიძემ განაცხადა, პარტიის რიგები 35 წევრმა დატოვა, მათგან 3 ადგილობრივი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი იყო.

,,რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიის რიგებს 2012 წელს შეუერთდნენ, როცა „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი იყო, რათა რუსთავის ორგანიზაცია გაეძლიერებინათ. ახლა კი, როცა „რესპუბლიკელებმა“ კოალიცია დატოვეს, ისინიც ემიჯნებიან და ტოვებენ მათ რიგებს.

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა