დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეეფარდა

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოლიციელ გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეუფარდა.

თავად გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და პროცესზე არ გამოცხადებულა.

გოდერძის თევზაძეზე ძებნაა გამოცხადებული.

აღნიშნულ საქმეზე განცხადება მთავარმა პროკურატურამ 29 აგვისტოს გაავრცელა.

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას. გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
შემდეგი სტატია,,რესპუბლიკური პარტია“ რუსთავის ორგანიზაციის 35 წევრმა დატოვა