რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილებები სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში განხორციელდა.

უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რომელ რეგიონებში მოხდა ცვლილებები.

როგორც შს მინისტრმა, 14 იანვარს, ახალი მოადგილეების წარდგენისას აღნიშნა, ეს იყო პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და სისტემური ცვლილებებისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იგეგმება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ცვლილებები საპატრულო პოლიციაში, მინისტრმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით, ცვლილებები არ იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაშინავთობის ფასის რეკორდული დაცემა გრძელდება- შავი ოქროს ფასი 29 დოლარს ჩამოცდა
შემდეგი სტატია“შსს-ს წინ თავს დავიწვავთ”- დაკარგული მონადირეების მშობლები ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ