ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა

უამინდობამ ქობულეთს პრობლემები შეუქმნა. ქარმა მუნიციპალიტეტში რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც სოფელ ბუკნარში საავტომობილო გზა ჩაიხერგა.

 

ამ დროის მონაცემებით, სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბია შეკრებილი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
„მნიშვნელოვანი ზარალი არაა, გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბია შეკრებილი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. გამთენიისას, ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც, ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე გზები ჩაიხერგა. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო გამწვანების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. ძლიერი ქარის შედეგად, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია 4000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებს ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე.
banner
წინა სტატიაში“ჩვენი მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საკმარისი არ არის”
შემდეგი სტატიააწყურის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა