ქიმიურმა იარაღმა 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 23:28

ქიმიურმა იარაღმა 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი მართლაც გამოიყენეს. 500 ადგილობრივს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები აქვთ – 11 აპრილს ჟენევაში განაცხადეს საკუთარ სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით. ორგანიზაციის ინფორმაციით, დუმაში 70 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 43 სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულებს აქვთ ცრემლსადენი მილების გაღიზიანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პრობლემები ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დუმაში დაუყოვნებლივ შეშვება მოითხოვა.
ამავე დროს, ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დუმაში საკუთარ ექსპერტებს გაუშვებს სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოსაძიებლად.
11 აპრილსვე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუშვა, რომ ამერიკის არმია ასადის ჯარებს დაბომბავს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება ის, რომ ქიმიური იარაღი მართლაც იქნა გამოყენებული. 9 აპრილს ტრამპმა პირობა დადო, რომ 24-48 საათში გადაწყვეტილებას მიიღებდა – “დოიჩე ველე” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 23:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics