მოსკოვმა და ვაშინგტონმა დიალოგი დაიწყეს

რუსეთი სირიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვაშინგტონს დაუკავშირდა – რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასი” რუსეთის დუმას თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ვლადიმირ შამანოვის განცხადებას ავრცელებს.
“პირდაპირი დიალოგი მიდის აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელებთან. ჩვენი მოკავშირეების დახმარებით. თურქი კოლეგების დახმარებით, კომუნიკაცია მოწმდება და ნატოში ზუსტდება” – განაცხადა შამანოვმა.
ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სირიის ქალაქ დუმაში სამხედრო პოლიციას გააგზავნიან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოსახლეობის დასახმარებლად.

6 აპრილს საღამოს სირიის არმიამ აღმოსავლეთ გუტაში ქალაქ დუმას განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ქალაქი დამასკოსთან ახლოს მდებარეობს. მოგვიანებით გავრცელდა, რომ დუმაში ჩამოაგდეს ქლორის ბომბი, ასევე, გავრცელდა ნერვულ-პარალიტიკური გაზის გამოყენების შესახებ. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ის ასადის არმიას დაბომბავს. გარდა ამისა, მან არ გამორიცხა რუსეთის და ირანის, როგორც ასადის მოკავშირეების დასჯა.
დამასკო ყველა ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიქიმიურმა იარაღმა 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერი სირიის საკითხზე პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაელოდება