ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა დაახლოებით 9 საათზე გაიგეს. მათივე თქმით, დაჭრილია 40 წლამდე კაცი, რომელსაც ტყვია კისრის არეში მოხვდა. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანეს, სადაც მას ოპერაციას უკეთებენ. მამაკაცის მდგომარება ამჟამად კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია 45 წლამდე მამაკაცი. უწყების ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ამ ,,სპორის” გადაწყვეტას მხოლოდ საკავშირო მასშტაბის ,,ქურდი” სჭირდება!
შემდეგი სტატიაქიმიურმა იარაღმა 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია