ქართველი ჯარისკაცების მორიგი შემადგენლობა ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ბრავო ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, პროვინცია მაზარ-ი-შარიფში ჩავიდა და ბაზა მარმალზე განთავსდა.

ბრავო ასეული როტაციის წესით ალფა ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი ჯარისკაცები ბუნდესვერის სარდლობის ქვემდებარებაში სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.

32-ე ბატალიონის ბრავო ასეულის მთავარი ამოცანა ბაზა მარმალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონია რამდენიმე დღეში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში14-15 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიავან დეიკის ტილო – კულტურის სამინისტროში დოკუმენტი იპოვეს