პუტინის პირველი კომენტარი რუსეთის ელჩის მკვლელობაზე

ცოტა ხნით ადრე რუსული მედიით გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა 19 დეკემბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
,,ინფორმაცია მოვიდა თურქეთიდან, სადაც მუხანათურად მოკლეს რუსეთის ელჩი. ჩადენილი დანაშაული – ეს არის პროვოკაცია, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების ჩასაშლელად და სირიაში სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად,, განაცხადა პუტინმა.
პუტინის აზრით, ერთადერთი პასუხი ამ პროვოკაციაზე, იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან მიიღო გარანტიები, დიპლომატიური კორპუსის დაცვის გაძლიერებაზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ელჩის მკვლელობას ტერაქტად აფასებს
შემდეგი სტატიაბერლინში ტერაქტი მოხდა