რუსეთი ელჩის მკვლელობას ტერაქტად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმას და მის მკვლელობას ტერორისტულ აქტს უწოდებს – ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია რუსი დიპლომატის მკვლელობის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ელჩზე ანკარაში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მკვლელი, თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში, რუსეთის საელჩოს დაცვაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა
შემდეგი სტატიაპუტინის პირველი კომენტარი რუსეთის ელჩის მკვლელობაზე