როგორც „თაიმერის“ კორესპონდენტი ლელა სარიძე იუწყება, ბერლინში ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგადაც ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა 60 კი დაშავდა.
შეგახსენებთ: რამდენიმე წუთის წინ, სატვირთო ავტომობილი ბერლინში, წინასაახალწლო ბაზრობაზე შევარდა. „თაიმერის“ კორესპონდენტის თქმით, ყველაფერი ეს ნიცაში, ზაფხულში მომხდარ ტერაქტს ჰგავს.