პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს განაცხადა.
“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.
“კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით კონტრასიგნაციას პრემიერის მხრიდან”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება
შემდეგი სტატია“ეს მოსამართლეები სჭირდება უზენაეს სასამართლოს”- პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს