საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება

8 ივნისს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათისთვის არის ჩანიშნული.

ამასთან, 6 ივნისს სტრასბურგში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს განიხილავს. კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც მიიღებს მონაწილეობას.

გარდა ამისა, პრესრელიზში ნათქვამია, რომ საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: უზენაეს სასამართლოს სჭირდება მოსამართლეები, ამიტომ ვცდილობთ მივაღწიოთ კონსესუსს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა