“ეს მოსამართლეები სჭირდება უზენაეს სასამართლოს”- პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

წარდგენილი მოსამართლეები სჭირდება უზენაეს სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მიშველაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების კენჭისყრა უკვე მეოთხედ გადადო.

„გვინდა გამოვეხმაუროთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხს. მოგეხსენებათ დღეს პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა სამი მოსამართლე, რაც ამჯერადაც ვერ მოხერხდა. უკვე ოთხი თვეა მოსამართლეობის კანდიდატები წარდგენილნი არიან, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კი ვერა და ვერ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რაც არ არის სასარგებლო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს მოსამართლეები სჭირდება უზენაეს სასამართლოს. მის ეფექტურ საქმიანობას და სხვას არავის და არაფერს“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა
შემდეგი სტატიაქვესადგური „ხორგა“-ს მშენებლობა დასრულდა