ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმპორტირებულ მსუბუქ ავტომანქანაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დღეს გამნაღმველები გამოიძახეს. ამის მიზეზი გახდა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც საეჭვოდ მიიჩნიეს.პორტის თანამშრომლებმა გამნაღმველების გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს. მანქანა კონტროლის ზონაში გადაიყვანეს.